02:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 14:29:26, 1771 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი: მთავრობამ კი გვირჩია, ლარის კურსს ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ თავად კურსი გვაქცევს ყურადღებას

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი ლარის კურსის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავარი თრემა, რომელზეც ხშირი დისკუსიებია საჭირო, სწორედ ლარის კურსია. წერეთელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ასევე, გიგი წერეთე  ითხოვს, მთავრობა საპარლამენტო  უმცირესობას შეხვდეს, რათა აღნიშნული საკითხი უფრო პროფესიონალურად გაიარონ.

„დღეს ყველასთვის ყველგან სალაპარაკო ვფიქრობ, არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკაშია შექმნილი.  მართალია, მთავრობამ გვირჩია, მაინცდამაინც ლარის კურსს არ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ ლარის კურსი გვაქცევს თავად ძალიან სერიოზულ ყურადღებას და ძალიან მძიმედ აისახება ყველა ადამიანზე, ვისაც ყოველდღიურად უწევს ხარჯებთან გამკლავება. ყველა ჩვენთაგანი დავემსგავსეთ საფონდო ბირჟის ბროკერებს. მუდმივად შევცქერით ტაბლოებს, ტელეფონებს, ტელევიზორის ეკრანს, თუ როგორია კურსი, დღეს რა ხდება და როგორაა საქმე.

ვფიქრობ, ჩვენ მუდმივი დისკუსია უნდა გვქონდეს ამ საკითხზე. არაა საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ პანიკა უნდა დათესოს, მაგრამ პოლიტიკური დისკუსია აუცილებელია“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics