|
2016-12-20 13:52:39, 895 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლებისა და კულტურისა მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახლადარჩეული მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ინგა შამილიშვილი მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული. ცნობისთვის, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ასოცირებული პროფესორი გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა, აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის საორგანიზაციო საკითხებში, მისი უშუალო ჩართულობითა და დახმარებით უნივერსიტეტის სასწავლო დარგის განვითარებისათვის არაერთი პროექტი განხორციელდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. ინგა შამილიშვილი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ინგა შამილიშვილი საგანმანათლებლო საქმიანობას 1993 წლიდან ეწევა. ,,ვფიქრობ, ინგა შამილიშვილი არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელ პირს მოეთხოვება: გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა" - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)