|
2015-03-25 15:59:41, 523 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში დებატების კლუბი შეიქმნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში დებატების კლუბი შეიქმნა. სამთვიან პროექტს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ერთობლივად ახორციელებენ. დებატების კლუბში გაწევრიანდნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების 14-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები. 20 მოსწავლე უფასოდ გაივლის სამთვიან კურსს. კლუბის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების სწავლებისა და მათთვის სპეციალური შეჯიბრებების, ტურნირების თუ საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის საშუალებით სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა, ასევე, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა არასრულწლოვნებში სამოქალაქო, შემეცნებითი და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართვა აკადემიურ - პრაქტიკულ ღონისძიებებში, დებატის კულტურის ჩამოყალიბება, სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)