|
2016-12-16 13:22:11, 1670 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გაჭიანურებული საუბრები ზედმეტად მიმაჩნია
საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. შესაბამისად საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასრულებენ , - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. "ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ადარდებს მას დღეს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და რით გაათბობს ახალ წელს სახლს. ეს გაჭიანურებული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია ზედმეტად და შეუსაბამოდ ქართულ რეალობასთან. იმისათვის, რომ ვიყოთ მართლები, ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით. ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს, რამდენიმე თვის წინ, პირველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს იყო 19 ოქტომბერს. დღეს ქვეყნის წინაშე არის ბევრი სერიოზული, ძირითადად ეკონომიკური პრობლემა. შესაბამისად მოვუწოდებთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენს მთავრობას, ლიდერებს, რომ ჩვენთან ერთად დავკონცეტრირდეთ ამ საკითხების მოგვარებაზე", - განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)