02:42 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 12:22:28, 2426 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: აშშ რუსი ჰაკერების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი იმ რუსი ჰაკერების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობდნენ, საპასუხო ზომებს მიმართავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

"ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ცდილობს ჩვენი არჩევნების პატიოსნებაზე ზეგავლენის მოხდენას, ჩვენ ზომებს უნდა მივმართოთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

როგორც ობამამ აღნიშნა, აშშ მიმართავს  მისი თვალსაზრისით შესაბამის ზომებს.

"ზოგიერთი მათგანი იქნება აშკარა და მათ შესახებ ცნობილი გახდება. ზოგიერთი  - არა", - აღნიშნა ობამამ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს, რომ ჰაკერული ოპერაციის უკან უშუალოდ ვლადიმერ პუტინი დგას.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიბერთავდასხმა განხორციელდა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას ელექტრონულ ფოსტაზე. მოპარული მიმოწერა ვებგვერდ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics