|
2016-12-16 12:25:27, 909 ნახვა
რეგიონი
ბათუმი 1-2 იანვარს გართობის მოყვარულთა შეკრების ადგილი გახდება
ბათუმი 1-2 იანვარს როკის, ფანკის, პოპისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნოდ დასვენებასა და გართობას სთავაზობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, გემოვნებიანი მუსიკა, გლიტვეინი, საახალწლო ეზო და დეკორაციებით გაფორმებული მოედანი ორი დღით მელომანების თავშეყრის ადგილად იქცევა. მათივე ცნობით, პოპულარული ქართული ბენდები „SALIO“, „Green Room და დათო ლომიძე“, „Young Georgian Lolitaz“, „Mellow“, „არა“ და „the Bearfox“ სტუმრების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. თუმცა ბენდების სცენაზე გამოსვლამდე მოედანზე მყოფ ადამიანებს სასიამოვნო გარემოს ელექტრონული მუსიკა შეუქმნის. იქვე იქნება სპეციალური დეკორაციებით გაფორმებული „საახალწლო ეზო“, სადაც მათ გლიტვეინისა და სხვადასხვა სასმელის, ასევე საკვების დაგემოვნება შეეძლებათ. საახალწლო პროგრამას პირველ იანვარს, 17:00 საათზე დიჯეი Ako Von Unten გახსნის, რომლის შემდეგაც მაყურებლის წინაშე ქართული ინდი-როკ ჯგუფი „Young Georgian Lolitaz“ წარსდგება. დღის კულმინაცია კი იქნება პოპულარული ქართული ბენდი „SALIO“, რომელიც მაყურებელს ერთსაათიან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს. პირველი იანვრის პროგრამას „Green Room და დათო ლომიძე“ დაასრულებს. რაც შეეხება, ორ იანვარს, „საახალწლო ეზო“-ში მყოფი ადამიანების განწყობაზე დღის განმავლობაში DJ Vako T, Gabunia და Lasha Craft იზრუნებენ. საღამოს შვიდი საათიდან კი ბენდები „არა“, „Mellow” და „the Bearfox“ შეასრულებენ პოპულარულ სიმღერებს. „ევროპის მოედანი და „საახაწლო ეზო“ ბათუმელების, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრების საყვარელი შეკრების ადგილი იქნება. პირველი და ორი იანვარი, მიუხედავად ზამთრის სუსხისა იქნება მელომანებისა და უბრალოდ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. როცა გაქვს სასიამოვნო გარემო, გემოვნებიანი მუსიკა, გლიტვეინი, სითბო და გვერდით გყავს მეგობრები მაშინ რა თქმა უნდა #გარეთკაია. ესაა ჩვენი პიარკამპანიის ჰეშთეგი, რომლითაც მოვუწოდებთ ყველას ახალი წელი აღნიშნონ გარეთ,“ ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი. ბათუმში, ევროპის მოედანზე, პირველი და ორი იანვრის საახალწლო ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)