|
2016-12-15 13:30:09, 1840 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბობოხიძე „ოცნებას“: ვინმემ თქვა რომ კონსტიტუციაში ცვლილება არ არის შესატანი?! სად მოისმინეთ?!
საოცარია უმრავლესობის წევრთა ლოგიკა და საერთოდ გამაკვირვა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ლოგიკამ. ვინმემ თქვა ბატონებო, რომ კონსტიტუციაში ცვლილება არ არის შესატანი?! სად მოისმინეთ?!, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აკაკი ბობიხიძემ მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომოაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზად არის, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში მმართველი გუნდის გეგმებით ინტერესდება. "საიდან დაასკვენით და თუ მეტი დასკვნების გაკეთების უნარი არ გაქვთ პარლამენში, როგორ უნდა განდოთ მართვა ადამიანებმა?! რა შუაშია ჩვენ რა ვქენით იმ კონსტიტუციაში. ამას გვეუბნებით ახლა არგუმენტად, რომ ლაპარაკის უფლება არ გაქვთო. უბრალოდ გეუბნებით ბატონებო, რომ დიახ თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა და მე საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, დიახ ეს თქვენ მიეცით ამათ გადასახადების გაზრდის უფლება, დიახ თქვენ მიეცით უფლება ამ ბატონებს, რომ ჩაგიძვრნენ ჯიბეში, დიახ თქვენ მიეცით ნება, რომ კიდევ უფრო გაგირტულონ ცხოვრება, მაგრამ სხვა რამეს გეუბნებით ჩვენ", - განაცხადა ბობოხიძემ. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა, რომ კომისია ისეთი პრინციპით უნდა შეიქმნას, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს. "ბატონო ირაკლი ეს კომისია გავაკეთოთ ისეთი წარმომადგენლობით, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არ დარჩეს და მერე გადაწყვეტილება მაინც თქვენი მისაღები იქნება. ქალბატონი სალომე საქართველოს საზღვრებს გაცდა და თქვა, რომ ემიგრაციის წარმომადგენლობაც გავითვალისწინოთო. კი ბატონო გავითვალისწინოთ, ოღონდ გავითვალისწინოთ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებიც, რადგან მათაც მიიღეს ხმები", - აღნიშნა აკაკი ბობიხიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)