|
2016-12-14 15:44:38, 2169 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ტურიზმის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ყოველწლიურად იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვლმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2016 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 2.0 მილიარდ დოლარს, რაც 2012 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში 55%-იანი ზრდაა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.638 მლნ კაცი. მგზავრების ზრდამ შეადგინა 25% 2015 წელთან შედარებით და 103% 2012 წელთან მიმართებაში. რაც შეეხება ფრენების რაოდენობას, 2016 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 13 924 შეადგინა, რაც 11 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.865 მლნ ადამიანი 8%-ით მეტი 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)