|
2016-12-14 14:41:04, 2467 ნახვა
სამართალი
„ნეპოტიზმის უხეში გამოვლინებების დრო უნდა დამთავრდეს“- სოლიდარობა პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს
პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ მან მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღამე გაათენა. ის პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად არაკვალიფიციურობა დაუსახელეს, რაც მან სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, დაახლოებით, ორწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩერქეზიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზების განმარტებასა და გაცდენილი პერიოდის ანაზღაურებას ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციაც გაიმართა. „ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, თავისი ცოდნითდა გამოცდილებით იმუშაოს. საჭიროა, შრომითი უფლებები გაუმჯობესდეს და სახელმწიფოს მხრიდან ნორმები დაცული იყოს. მე, ეროგორც სტუდენტი, აქტიური მოქალაქე, მხარს ვუჭერ ჯანსაღ კრიტიკას და უსამართლობის წინააღმდეგ გამოვდივარ“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნათია ნაჭყებიამ. .
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)