|
2016-12-14 12:05:08, 887 ნახვა
რეგიონი
აჭარაში „მაგნოლია 2016“ 22 დეკემბერს ჩატარდება
აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტები 22 დეკემბერს გამოვლინდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებლებისა და სექტორის მიერ დასახელებულ საუკეთესო ობიექტებს „მაგნოლია 2016“-ზე დააჯილდოვებს. ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2016“ წელს მეორედ ჩატარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა. მაღალი სერვისის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტის, ტურისტული ატრაქცია/მუზეუმის, გიდის, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტის გამოვლენისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებელთა კვლევასა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვებს ეყრდნობა. მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად დეპარტამენტმა სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ონლაინ კვლევას, ასევე Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა როგორც ონლაინ რეჯიმში ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. ამ ეტაპზე კვლევაში 1200-მდე ტურისტი და უბრალო მომხმარებელია ჩართული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებსაც გამოიყენებს. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტი ასევე გაითვალისწინებს პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგებს. სერვისის მქონე ობიექტების გამოვლენის კრიტერიუმები: სასტუმრო- მომხმარებელთა კვლევა - 70%,სოციალური მედია - 20% , Booking.com – 10%, Tripadvisor – 5%, Facebook.com – 5% პროეტში „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" ჩართულობა- 10% რესტორანი- მომხმარებელთა კვლევა - 70%, სოციალური მედია - 20% , Tripadvisor – 15%Facebook.com – 5%, პროეტში „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" ჩართულობა- 10%, საოჯახო-სასტუმრო სახლი, მომხმარებელთა კვლევა - 70%, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვა - 30%, შიდა ინფრასტრუქტურა, ეზო , მარშრუტებთან სიახლოვე, მენიუს მრავალფეროვნება და გემო, მოტივაცია ტურისტული ატრაქცია/მუზეუმი, მომხმარებელთა კვლევა - 70%, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვა - 30%, ხელმისაწვდომობა ,გიდის მომსახურების ხარისხი, შინაარსობრივი მხარე, მოტივაცია ტურისტული სააგენტო, მომხმარებელთა კვლევა, სასტუმროები/რესტორნები/სატრანსპორტო კომპანიების გამოკითხვა- 30%, სოციალური მედია- 50% , Facebook.com – 20 %, ვებ-გვერდი - 30% ტურისტული ადგილი/მარშრუტი, მომხმარებელთა კვლევა - 60%, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვა- 20%, გიდების გამოკითხვა - 20% საუკეთესო გიდი, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვა - 50%, გიდების გამოკითხვა - 50%, კომპეტენტურობა, გადმოცემის უნარი ახალი ტურისტული პროდუქტი, ახალი ტურისტული პროდუქტის დასახელება,ტურისტების შეფასება. (NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)