|
2016-12-13 17:41:02, 2635 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს
ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ დოლარის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. „ჩვენი ყველაზე დიდ გამოწვევა დოლარიზაციის მაჩვენებელია. სწორედ მის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი განკარგვადი შემოსავლის შემცირება, რაც გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმა დაეხმარება, ფიზიკურ პირებს - ლარიზაციის გეგმა. „შესაბამისად ეს ორი კომპონენტი შეავსებს ერთმანეთს და ქვეყანაში შევძლებთ შევამციროთ დოლარზე დამოკიდებულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დეპუტატების შეფასებაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიმჩნევა, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას ეკონომიკური ზრდის შესახებ. „ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თუ არის კითხვები მეთოდოლიგიასთან დაკავშირებით, შეუძლიათ საქსტატს დაუსვან კითხვები" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)