13:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 17:24:23, 1377 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლიტვის დელეგაციას შეხვდა

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან და ლიტველ ექსპერტთან კლაუდიუს მანიოკასთან შეხვედრა გამართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ლიტველი ექსპერტი საქართველოში ლიტვის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ეწვია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მხარდაჭერას ეხება. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიტვის ექსპერტებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს  საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics