|
2016-12-09 15:14:07, 1419 ნახვა
რეგიონი
ბათუმი 2017 წელს მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, როკის, ფანკის, პოპის, ფოლკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებისთვის 25-დან 2 იანვრის ჩათვლით ევროპის მოედანი საყვარელი შეკრების ადგილად იქცევა. მათივე ინფორმაციით, Salio, Young Georgian Lolitaz, DJ Ako Von Unten, Mellow, The Bearfox, Asea Sool, არა - მცირე ჩამონათვალია იმ ბენდებისა და მუსიკალური ჯგუფებისა, რომლებიც სტუმრების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. საახალწლო კონცერტები სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება. ევროპის მოედანს განსაკუთრებულ ელფერს „საახალწლო სოფელი“ შესძენს, რომელიც 25 დეკემბერს გაიხსნება. სოფლის ტერიტორიაზე სპეციალური ინსტალაციებით განათებულ ჯიხურებში განთავსდება კვების ობიექტები და ღვინის კომპანიები. იქვე განთავსებული შეშის ბუხრები, გლიტვეინი და ენერგიული მუსიკა კი მოედანზე მისულ ადამიანებს დაეხმარება მიუხედევად ზამთრის სუსხისა გაიუმჯობესონ განწყობა და ერთად აღნიშნონ ახალი წელი. საახალწლო განწყობის შექმნას ხელს განსაკუთრებით შეუწყობს ის საჩუქრები, კონკურსები და გათამაშებები, რომლებიც ევროპის მოედანზე მისულ ადამიანებს დახვდებათ. წინასაახალწლოდ ევროპის მოედანი საინტერესო იქნება ბავშვებისთვისაც. 25 დეკემბრიდან პატარებისთვის ჯადოსნურ გარემოს სანტა კლაუსი და მისი მეგობრები შექმნიან. სანტას კარნავალი მასში მონაწილე ელფებით, ზღაპრის გმირებითა და ოჩოფეხებით ბავშვებს საშუალებას მისცემს ზღაპარში იმოგზაურონ. სურათის გადაღების მსურველებებს კი თოვლის ბაბუა ნაძვის ხის გვერდით სპეციალურად მოწყობილ „სანტას კუთხე“-ში დაელოდება. რაც შეეხება 31 დეკემბერს, ევროპის მოედნის სტუმრები ახალი წლის დადგომას შოუბიზნესის ვასკვლავების გალა კონცერტით, ლაზერ შოუთი, გრანდიოზული ფეიერვერკითა და მასშტაბური 3D პროექციით შეხვდებიან. ღონისძიებები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდება. 25 დეკემბერი, 12:00 - 00:00 - ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება; სანტაკლაუსის კარნავალი; საფესტივალო სოფლის გახსნა; კონცერტი. 26-30 დეკემბერი, 12:00 - 19:00 - სანტაკლაუსის კარნავალი; დრამერები; საბავშვო კონცერტები. ბათუმელი ბენდები: Asea Sool; Groove Phoenics; Sound Lab; Four Seasons; Strawberry Fields; Geoplanet. 31 დეკემბერი - 19:00- 03:00 - საახალწლო გალა კონცერტი: სოფო ხალვაში, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაია ჯაბუა, სოფო გელოვანი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მაკა ზამბახიძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ბათუმი“, Melomaniak, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, DJ; 3D ვოდეო პროექცია, ლაზერ შოუ. 1 იანვარი - 17:00 - 00:00 - საკონცერტო პროგრამა: DJ Ako Von Unten; Young Georgian Lolitaz; Salio; Green Room და დათო ლომიძე; საჩუქრები; კონკურსები. 2 იანვარი - 13:00 – 00:00 - ქართველი ბენდები და DJ, უცხოელი ჰედლაინერი; Roosevelt; DJ - Vako T; Gabunia; Lasha Craft; არა; Mellow; The Bearfox; საჩუქრები; კონკურსები. (NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)