|
2016-12-05 16:06:21, 1824 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი აუდიტზე: სამწუხაროა, რომ ამ სტრუქტურას არასასურველი პარტიების დასასჯელად იყენებენ
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველი უკანონოდ დაჯარიმდა. ინაშვილის განმარტებით, აღნიშნული მიმართულია იმისაკენ, რომ მსგავსი ტიპის პარტიები ფინანსურად განადგურდნენ. „მე მგონი, „ქართული ოცნება“ არ დაჯარიმებულა, ხოლო 8000 ლარით დაჯარიმდა მაშინ როდესაც მილიონებს შეადგენს შემოწირულობა ამ პარტიისადმი. ასევე არ დაჯარიმებულა „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროა, რომ ეს სტრუქტურა დღესაც არის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი, იყენებდნენ და დღესაც იყენებენ არასასურველი პარტიების დასასჯელად. ვთვლით, რომ ეს ჯარიმა უკანონოა და ეს ჯარიმა არ არის მხოლოდ 180 ათასი. ამას ემატება კიდევ პარტიის ჯარიმა 90 ათასი ლარი და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტიპის პარტია ფინანსურად უნდა განადგურდეს? ეს არის ზეწოლა ჩვენი ტიპის პარტიების წინააღმდეგ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. მათ შორის "საქართველოს პატრიორტთა ალიანსს“. აუდიტის სამსახურმა პარტიის შემომწირველი და წევრი კონსტანტინე მორგოშია 183 000 ლარით დააჯარიმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)