|
2016-12-04 15:54:13, 2529 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკური დებატების ფინალური ეტაპი გაიმართა
სასტუმრო Holiday Inn-ში ეკონომიკური დებატების ფინალური ეტაპი გაიმართა. დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით ჩატარდა და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენინგები ჩაუტარდათ, ლექციების ერთი ნაწილი დებატების სპეციფიკას, ხოლო მეორე ეკონომიკურ და საბანკო თემებს შეეხებოდა. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ დებატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, უკეთ შეძლონ გუნდურად მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე. მონაწილეებს შორის ორი ნახევარფინალის შემდეგ ფინალური დებატი ჩატარდა. გუნდებმა სხვადასხვა ეკონომიკურ თემებზე იდებატეს. გამარჯვებულები სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯებმა გამოავლინეს. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პროექტი „საზოგადოება და ბანკებმა" „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან" ერთად განახორციელა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)