|
2016-12-04 12:44:08, 1049 ნახვა
რეგიონი
ბათუმში შტორმის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ქვიშა და ნატანია ამოყრილი
გუშინ ბათუმში და ზღვისპირა ზოლში განვითარებულმა უამინდობამ, ძლიერმა ქარმა და შტორმმა გამოიწვია სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბულვარის დირექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა გააცნო. როგორც პატარაძემ აღნიშნა, ხუთ ბალიანმა შტორმა ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება გამოიწვია. ,,დღეს დილიდან ბათუმის აკვატორიაში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამუშაოები.გუშინ ღამით განვითარებულმა 5 ბალიანმა შტორმმა გამოიწვია ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძალიან მალე ბათუმის ბულვარი მიიღებს ჩვეულ იერსახეს.დასუფთავდება და მოწესრიგდება ტერიტორია. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება',- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან დაიწყო. კერძოდ, სუფთავდება შტორმული პროცესების შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო სამსახურები და შპს „სანდასუფთავება". მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა. ამ დროისათვის ბათუმის ბულვარში სტაბილური მდგომარეობაა. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)