|
2016-12-05 16:35:17, 2447 ნახვა
ეკონომიკა
მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა
მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა. ორდღიან შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტყოფის გამგეობის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შშმ პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ. სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა, სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისით ისარგებლონ. მსურველები სკაიპის მეშვეობით - sda.gov.ge - უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს, სადაც მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს. უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობადაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში შშმ პირებთან ეს ბოლო შეხვედრა იყო. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)