|
2016-12-03 00:28:11, 2411 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი დოლარში სესხების გალარებაზე: ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე
შეიძლება დასაწყისში მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოლარში სესხების გალარების მიზნით ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ქუმსიშვილი განმარტავს, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს დოლარში სესხი, შეეხიდოს მათ, ვისაც ასეთი სესხი აქვთ. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ვინც ყველაზე მეტად მოექცა დევალვაციის ტალღაში. „დღეს ჩვენი გადაწყვეტილება და წახალისება თუ დახმარება ამ ადამიანებისადმი, რომ მათ გადაიყვანონ ნებაყოფლობით თავიანთი დოლარის სესხები ლარის სესხებში, გრძელვადიან პერიოდში აბსოლუტურად ყველასთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, ეკონომიკისთვის არის სარგებლიანი და აუცილებლად დაუბრუნდება ქვეყანას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)