09:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 14:52:34, 753 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: საქართველოში ვნახე კულტურა, სულიერება - ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო

რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო, რომელმაც ფრანცისკეს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას RadioVaticana ავრცელებს. 

რომის პაპის განცხადებით, დელეგაციის ვიზიტმა საქარტველოშ მგზავრობის შესახებ ბევრი მოგონება გაახსენა. 

„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო“, - განაცხადა ფრანცისკემ.

ამასთან, პაპმა აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკემ დელეგაციის წევრები დალოცა, ესაუბრა მათ ღვაწლზე და სთხოვა, რომ მისთვის ილოცონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics