|
2016-12-02 12:36:55, 2111 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: მცურავი კურსის შემთხვევაში პროგნოზი შეუძლებელია
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ასეთ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამასთან, გვენეტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს, მისი არამდგრადობიდან გამომდინარე, „ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაკეთებთ პროგნოზს. ჩემგან პროგნოზთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ გაგიგიათ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მცურავი კურსის შემთხვევაში პროგნოზი შეუძლებელია“, - განაცხადა გვენეტაძემ. კითხვაზე მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში განახორციელებს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის სტრატეგია არსებობს და ყველა ინტერვენციას ჰქონდა თავის მიზეზი, ამასთან დაკავშირებით განმარტებებიც გაკეთდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)