|
2015-03-24 09:59:04, 985 ნახვა
სამართალი
შსს-მ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე 242-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ახალწვეულებმა ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. წვევამდელთა ფიცის მიღებას შს მინისტრის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი ზაზა ფანცულაია, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წვევამდელთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები. წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)