|
2016-12-01 20:13:40, 2124 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს საგადასახადო სიახლეები გააცნო
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. როგორც "ექსრეპნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საგადასახადო ცვლილებებზე წარიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე დაიმ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, მოსახლეობის დასაქმება და კეთილდღეობა წარმოადგენს. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, ერთი მხრივ, შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ამავე დროს,გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგი შეეცდება მომზადებული შეხვდეს დაგეგმილ ცვლილებებს. ასევე ითქვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)