|
2016-12-01 15:36:14, 1630 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ვატყობ, უმრავლესობა უმრავლესობაში ყოფნას კიდევ 70 წელი აპირებს
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დროულად მიღებას ითხოვს. ინაშვილის თქმით, უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემის ცვლილებაზე მსჯელობის განახლებას არ აპირებს. ,,ვხედავთ, რომ პარლამენტში უმრავლესობა არ აპირებს განაახლოს განხილვა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, კერძოდ კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. ახლა, როგორც ვიცი, უნდა შექმნან საკონსტიტუციო კომისია, რომ ამ საკითხზე მუშაობა გააჭიანურონ. აღნიშნულთან დაკავშირებით თავის დროზე 200 ათასი ადამიანის ხელმოწერაც შეგროვდა. ისინი არ აპირებენ თავიანთი დანაპირების შესრულებას და სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია პარლამენტში. აუცილებლად უნდა დაიწყოს დროულად მსჯელობა ამ კანონზე თუ გვინდა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონდეს. ვატყობ, უმრავლესობა უმრავლესობაში ყოფნას კიდევ 70 წელი აპირებს", - განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)