|
2016-12-01 12:36:35, 872 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამეგებლი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ. ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. 50 ოჯახს გადაეცა არაჩვეულებრივი, კეთილმოწყობილი სახლები, რომლებიც ჩვენ პირადად დავათვალიერეთ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ადამიანებზე ზრუნვა, ადამიანების უფლებების დაცვა, სოციალური პროექტების განხორციელება და სწორედ დღევანდელი დღე არის ამის დასტური“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „ მშენებელი 80“-მა განახორციელა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 50-ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია. ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადებები შერეულმა კომისიამ განიხილა. აღნიშნული კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. 2013-2016 წწ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის რეკომენდაციით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 213 ეკომიგრანტ ოჯახს. დღევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი 50 ოჯახით გაიზარდა, სულ მალე, ხულოს სოციალურ სახლში 80-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემათ ბინები“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)