|
2016-11-29 21:29:09, 2432 ნახვა
სამართალი
მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია საქართველოს 50-მდე მოქალაქე
ესპანეთის პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. ამის შესახე ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლება ბარაკალდოში. საქართველოს მოქალაქეებს ასობით ბინის ძარცვაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ასევე ესპანეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებს მოპარული ძვირფასეულობების გაყიდვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულებს ძარცვის გამო შესაძლოა, ბრალი წაუყენონ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრების მუხლით. ზოგიერთ მათგანს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკის შენახვისთვის, ასევე საბუთების გაყალბებისთვის. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეზე. ესპანეთის პოლიცია მას ე.წ კანონიერ ქურდად მიიჩნევს და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად განიხილავს. ესპანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის იტალიაში იმყოფება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)