|
2016-11-29 18:44:00, 2641 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მომხმარებელს სესხის აღება ონლაინ აღარ შეეძლება - მსგავსი ტიპის ბიზნეს მოდელი უქმდება
ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება და მსგავსი ტიპის ბიზნეს მოდელი აღარ იმუშავებს. ამ საკითხზე დეტალური განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ირკვევა, მომხმარებელს სესხის ასაღებად განაცხადის გაკეთება ადგილზე, საფინანსო ორგანიზაციის ოფისში მოუწევს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ონლაინ სესხის გაცემის აკრძალვა მოქალაქეს გარკვეულ რისკებს თავიდან ააცილებს. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ცვლილებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ ეხებათ: „ონლაინ სესხები იმდენად არაჯანსაღია ეკონომიკისთვის, საპროცენტო განაკვეთები, რომელიც ონლაინ სესხებს გააჩნია და შემდგომში რა მდგომარეობაშიც ვარდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, ვითომ სწრაფად აღებული სესხის გამო, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ გუნდის შიგნით, საბოლოო დასკვნამდე მივედით, რომ ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელი არ მუშაობდეს. ეს არ ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს”,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს. უფრო კონკრეტულად რა სახის ცვლილებები იგეგმება, ამ პაკეტის შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)