|
2016-11-29 17:51:57, 3383 ნახვა
სპორტი
კეპულაძე: კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, უნდა შევეგუოთ, რომ ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორიც დღეს გვაქვს
„კონკრეტული ნაბიჯები თუ არ იქნება გადადგმული და ქვეყნის ეკონომიკა თუ არ გაიზრდება, უნდა შევეგუოთ, რომ ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორიც დღეს გვაქვს“,-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. „თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხრივ და ქვეყნის ეკონომიკა თუ არ გაიზრდება უფრო სწრაფად ვიდრე ახლა იზრდება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორიც დღეს გვაქვს“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5311 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5078 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0233 ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.49-დან 2.57 ლარამდე მერყეობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)