|
2016-11-28 15:48:32, 1651 ნახვა
სამართალი
საქართველოში ISIS-ის წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში 11 პირია მიცემული
ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო“ გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული პროცესები კავკასიის რეგიონზე უარყოფითად აისახა, მათ შორის - საქართველოზე. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ტერორიზმის საფრთხის აღმოსაფხვრელად - მოხდა ტერორისტული დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და მათ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცა. უწყების ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ტერორისტული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პირების მიგრაცია "ისლამურ სახელმწიფოში". ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 10 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ საქმე იხილება არსებითად. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომლითაც 2015 წლის მდგომარეობით შეფასებულია მსოფლიო ტერორისტული საფრთხეები, საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, დათმობილი აქვს ცალკე თავი. ჩვენი ქვეყანა აღიარებული იქნა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრად, რომელმაც დახვეწა კანონმდებლობა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“,- ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს გააცნო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)