|
2016-11-26 17:15:41, 1770 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: დედოლარიზაციის მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავ
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ისაუბრა იმ სირთულის შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი აშშ დოლარში ჰქონდა აღებული. „ჩვენი მოსახლეობის ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდა უცხოურ ვალუტაში. სამწუხაროდ, მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდა, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, სესხები ლარში რომ ყოფილიყო გაცემული. დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება გადადგმული - პირველი, შემსუბუქდება სოციალური წნეხი, რათა მათი განკარგვადი შემოსავალი გაუმჯობესდეს და მეორეც, საქართველოს ეკონომიკაში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცეს და ამით სავალუტო რისკი რაც შეიძლება ნაკლები იყოს. (NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)