|
2016-11-26 15:15:21, 1542 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ფოფხაძეს: მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობა ვერ და არ ჩაერევა
მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში არ ვერევით, ეს მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეკითხვას, რომელიც წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების საკითხით დაინტერესდა, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან. „მთავრობა არ ერევა გამოძიების პროცესში. გამოძიების პროცესს წარმართავს პროკურატურა. ზოგიერთი საქმე არის სასამართლოში, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიმართ გამოყენებული იქნება თავისუფლების აღკვეთის ზომა, ამიტომ ჩვენ ამ პროცესებში ვერ ჩავერევით, არ ვერევით და ეს არის მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)