|
2016-11-25 14:23:42, 1315 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი კიბერდანაშაულის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას გეგმავს
კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ამიტომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა დასახვეწია და ამაში გეთანხმებით, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის შეკითხვას, კიბერდანაშაულის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მისი უწყება მზად არის "პატრიოტთა ალიანსთან" ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს. "მომავალ წელს ვგეგმავთ ულტრათანამედროვე საშუალებების შეძენას. გარდა ამისა, აშშ-სთან ერთად და ასევე ესტონეთთან ერთად, ვახორციელებთ ჩვენი თანამშომლების მომზადებას და ტრენინგებს. ისინი აქტიურად გვეხმარებიან. ასევე მიმდინარე და დაგეგმილი გეგმები გვაქვს, იმისთვის, რომ კანონმდებლობა დავხვეწოთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)