|
2016-11-25 13:49:47, 989 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები გრძელდება
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება გრძელდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგები სასტუმროს ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის მენეჯერებსა და მიმღების თანამშრომლებს უტარდებათ. თბილისიდან მოწვეული ტრენერი დავით ჭავჭანიძე, რომელსაც სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მონაწილეებს 4 დღის განმავლობაში სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ თავის გამოცდილებას უზიარებს. ნოემბრის განმავლობაში სასტურმოს მიმღები განყოფილების თანამშრომლების გარდა ტრენინგები კვების ობიექტების საშუალო რგოლის მენეჯერებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებოდათ. სულ, თვის განმავლობაში 75 ადამიანის გადამზადება მიმდინარეობდა. “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წელს მთლიანობაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 400-მდე ადამიანი გადაამზადა. დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში სასტუმროებისა და რესტორნების თანამშრომლებს ტრენინგები და კონსულტაციები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ უტარდებოდათ, როგორებიცაა სტუმრის მომსახურების, დასუფთავების, უსაფრთხოების, რეზერვაციისა და ხარისხის ამაღლების საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენი ცენტრი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბაზაზე მიმდინარე წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენს მიერ შეთავაზებული ტრენინგები თუ კონსულტაციები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ შემდეგ წელსაც გავაგრძელებთ ტურიზმის სექტორშო დასაქმებული კადრების გადამზადებას, რაც საბოლოო ჯამში ვფქირობთ გავლენას იქონიებს რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)