|
2016-11-24 16:44:44, 1303 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: მინისტრობის კანდიდატების რიხიან პრეზენტაციებს სავალუტო ფონდმა ცივი წყალი გადაასხა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები აქვს. მას აინტერესებს, რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია. ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სავალუტო ფონდის პროგნოზებზე ისაუბრა: „იმ რიხიან პრეზენტაციებს, რაც აქ მოვისმინეთ, დღეს სავალუტო ფონდმა გადაასხა ცივი წყალი იმის გამო, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა დაიყვანა 3.4. %-დან 2.7 % და ასევე შეამცირა პროგნოზი მომავლი წლისთვის, რომ 5-ის ნაცვლად, 4 % იქნება ზრდა.ალბათ ყველა ეკონომიკური ბლოკიდან გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია და ძალიან პესიმისტური სცენარი აქვს სავალუტო ფონდს“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7% იქნება, ინფლაციის დონე კი 2%, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4% იყო, 2017 წელს კი 5,2%. ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი 22 ნოემბერს დაასრულეს. ვიზიტის დასრულებისას კი ფონდის მისიამ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. “შენებული გლობალური ზრდის კონტექსტში, საქართელოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა და განაგრძობს გარე შოკის შემდეგ აღდგენას, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მშპ-ს რეალური ზრდა 2016 წლისთვის ახლა შეფასებულია 2,7%-ით, 2-იანი ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით. 2017 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ინვესტიციების მხარდაჭერით 4%-მდე გაიზრდება , ინფლაციის დონე კი 3%-ია მოსალოდნელი”, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)