|
2016-11-24 14:22:00, 1456 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მღებრიშვილი: ინტერპოლი უახლოეს მომავალში გიგა ოთხოზორიას მკვლელის წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ინტერპოლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წითელი ცირკულარით ძებნას უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ მრებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ეს ტერიტორია, რომ უკონტროლოა თქვენთვის მგონი ახალი არ არის. ამ მიმართულებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ველოდებით შედეგებს", - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)