|
2016-11-24 13:32:17, 1964 ნახვა
სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. „ჩვენ ისტორიული და ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. პროკურატურა დღეს არის თვისობრივად სხვა, ვიდრე მე და თქვენ და ყველას ჩაგვბარდა ეს ოთხი წლის წინ; ის აღარ არის ტერორის ინსტრუმენტი და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთავარი პროკურორი მართავს ისეთ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქის ინტერესზე და მორგებულია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესზე. თუმცა, ბევრი ნაბიჯი არის კიდევ წინ გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოები ჩამოყალიბდნენ ნამდვილ თანამედროვე სტრუქტურად. მთავარი გამოწვევა − და თქვენ ეს იცით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს − ეს არის ის, რომ სპეცდეპარტამენტს, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს, არ აქვს საკმარისი რესურსი − არც ადამიანური, არც ფინანსური, რომ გასწვდეს იმ ოდენობას უსამართლობების, რაც მათ წინაშე საქმეების სახით არის წარმოდგენილი. თუმცა, თქვენ ბოლო დღეებშიც ნახეთ, რომ ნელი ტემპით, მაგრამ არაერთი გახმაურებული და ჩვენთვის ჯერ კიდევ ოპოზიციის დროიდან მტკივნეული საქმე შევიდა პროკურატურაში გადასინჯვის მოთხოვნით", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)