|
2016-11-23 23:01:32, 3386 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში მადლიერების დღის აღსანიშნავად ემზადებიან
24 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს აღინიშნა. მადლიერების დღე, როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით. დღესასწაულს უმეტესად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება. მადლიერების დღე კანადაში აღნიშნება ოქტომბრის მეორე ორშაბათს, ხოლო შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან. მადლიერების დღის აღნიშვნის განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ შეერთებული შტაბებში. მაგალითად, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს აშშ-ში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაური, თუმცა თეთრ სახლში 1940 წლიდან სხვა - ინდაურების შეწყალების ტრადიცია დამკვიდრდა. 1940-იანების შუა წლებში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ჰარი ტრუმენს ეკავა. მაშინ მან პირველად შეიწყალა დასაკლავად განწირული ინდაური. ტრუმენს სხვა პრეზიდენტებმაც მიბაძეს, თუმცა ცერემონიას ოფიციალური სახე მხოლოდ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მისცეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)