00:03 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 13:27:58, 2233 ნახვა

მსოფლიო
მოსულში ავიადარტყმების შედეგად, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი გარდაიცვალა

ერაყის სამხედრო საჰაერო ძალებმა ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ("ინფორმაციის მინისტრი") გარდაიცვალა, - ამის შესახევ ინფორმაციას უცხოური მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლიკვიდირებული ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლებზე, ექსტრიმისტული ლიტერატურის  ბეჭდვას და შესაბამისი შინაარსის მქონე ვებ გვერდებს ქმნიდა.

მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმებს სხვადასხვა ქვეყნის ძალოვნები ახორციელებენ.

ცნობისთვის, მოსულის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი მოსული დაჯგუფების დაქვემდებარებაში 2014 წლიდანაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics