|
2016-11-22 23:12:14, 1585 ნახვა
სამართალი
გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ზეწოლის გამო, განსახილველად საქმე დიდ პალატას გადაეცა
მათზე იყო უმძიმესი ზეწოლა. პრაქტიკულად ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციაში დაბრუნების შესახებ, თუმცა არსებული ზეწოლიდან გამომდინარე, კომპრომისული ვარიანტზე მოსამართლეები დაითანხმეს და განსახილველად საქმე დიდ პალატას გადაეცა, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის დიდ პალატაში საქმის განხილვისათვის სერიოზულ მომზადებას და საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასა და ზეპირი განხილვის დროს არგუმენტების წარდგენას გეგმავს. მისივე მტკიცებით, დიდ პალატაში საქმის განხილვა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებასა და ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოების სტაბილურობას შეუქმნის პრობლემას, რაც პირველმა ორმა ინსტანციამ დაადგინა, არამედ ამავე დროს ეკონომიკის მდგრადობისათვისაც სახიფათოა. „დიდ პალატას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდა ჩასაბარებელი, დაანგრევს თუ არა ის სამოქალაქო სტაბილურობას ამ ქვეყანაში, ამ გადაწყვეტილებას ექნება მყისიერი შედეგი, რადგან არ შემოვა ინვესტორი, რადგან იფიქრებს, რომ მან რომ იყიდა ქონება 300 წლის თუ 30 წლის წინანდელმა მესაკუთრემ მოაკითხოს და ჩამოართვას. არსებული დავები კი უბრალოდ წალეკავს სასამართლოს,“ - განაცხადა გვარამიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)