|
2016-11-22 16:09:16, 1407 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
"პატრიოტთა ალიანსი" მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ინაშვილის განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსი" მხარს გიგლა აგულაშვილს, მიხეილ გიორგაძეს და დიმიტრი ქუმსიშვილს არ დაუჭერენ. „საქმე იმაშია, რომ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას ცალსახად არ ვუჭერ მხარეს. მაგალითად, გარემოს დაცვის მინისტრს - აგულაშვილს მხარს არ დავუჭერთ, ხე-ტყე მასიურად იჭრება, მასიური კორუფციაა ამ სფეროში. ასევე მან პასუხი უნდა აგოს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებისთვის. მხარს არ დავუჭერთ კულტურის მინისტრსაც, რომელმაც საყდრისი დაანგრია და საყდრისოს ნგრევას ხელი მოაწერა, ეს დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და კულტურის ამჟამინდელმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დიმიტრი ქუმსიშვილსაც“, - განაცხადა ინაშვილმა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. „თუ საერთო ჯამში ვსაუბრობთ, ამ მთავრობას ჩვენი მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა. პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ამ გუნდზე. ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, რომ შეგვეძლოს გუნდის წარმოდგენა,რომელზეც პასუხისმგებლობას ავიღებდით“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)