|
2016-11-19 14:00:50, 1855 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელმაც სოფელ ლიაში მშობლებს თავები მოკვეთა, ფსიქიკური პრობლემები აქვს
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს, ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფელ ლიას რწმუნებულმა ვახტანგ კვირკველიამ განუცხადა, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ბავშვობიდან აქვს, თუმცა აქამდე აგრესია არასდროს გამოუხატავს. "ფსიქიურად დაავადებულმა შვილმა 88 წლის მამა და 83 წლის დედა ნაჯახით მოკლა. ის ბავშობიდან არის ფსიქიკურად აშლილი, მაგრამ არც ოჯახის წევრებთან, არც გარშემომყოფებთან აგრესიული არასდროს ყოფილა, მეზობლებსაც ეხმარებოდა, ამიტომ, ის არსად გადაყვანას არ საჭიროებდა. ახლა რა მოხდა არავინ იცის, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. თავისი და, მეზობელთან იყო გადასული, სწორედ ამ დროს მოხდა ეს ამბავი დაახლოებით 3 საათის წინ. როგორც მე ვიცი, დედის გვამი აივანზე იპოვეს, ხოლო მამის ერთ-ერთ ოთახში", - განაცხადა კვირკველიამ. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს თავები მოკვეთა. მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)