|
2016-11-18 18:04:01, 1385 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვისურვებდი, 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში
ვისურვებდი, 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომ განვითარებას შეუწყოს ხელი. "კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი მზადყოფნა, რომ არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რომ ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომ განვითარებას და უზრუნვლეყო ის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ნდობისთვის", - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დებატებს, რომელიც მის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა. "ეს დებატები შორს იყო ჯოჯოხეთისგან, თუმცა მაინც იგრძნობოდა ამ დებატებში პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა. დიდი მადლობა მინდა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეული წევრს, იმ წევრებს რომლებიც დრეს იყვნენ აგრესიულები ან არ იყვნენ აგრესიულები, იმ წევრებს, რომლებიც დრეს იყვნენ კონსტრუქციულები ან არ იყვნენ კონსტრუქციულები, რომლებიც საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე და არ საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე, იმ წევრებს, რომლებმაც დღეს თქვეს სიმართლე და რომლებმაც დღეს არ თქვეს სიმართლე", - განაცხადა კობახიძემ.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)