|
2016-11-18 14:05:49, 2261 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ქორწილის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - გარდაცვლილია 40 ადამიანი
ერაყში ქორწილის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება. მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ ფელუჯადან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებაში მოხდა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან 2016 წლის ზაფხულში გაათავსუფლეს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. აღსანიშნავია, რომ აფეთქება სამართალდამცველის ქორწილში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ცნობისთვის, სამი დღის წინ ფალუჯაში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)