|
2016-11-17 18:05:59, 1240 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ვერ გადავდგით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი იყო
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავდგით ის აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს და 2012 წლის შემდგომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ ვერ მიიღო მარავლპარტიული და უფრო ეფე ქტური პარლამენტი, მაგრამ მიიღო პარლამენტი, რომელსაც აქვს საშუალება, ძალიან პროდუქტიული და ეფექტური იყოს: „მაგრამ სამწუხაროდ აქვს ხიფათიც, რომ იყოს მეტი შეცდომის დამშვები იმ კომპოზიიციდან გამომდინარე, რაც პარლამენტში შეიქმნა. მე ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობა და მასთან ერთად მოღვაწეობა 4-5 წლის განმავლობაში გადამაწყვეტინა მისმა შეხედულებებმა კონკრეტულად ამ თემაზე. მისი ლოზუნგი იყო -დავასრულოთ ერთპარტიულობა, უნდა დავამყაროთ მრავალპარტიულობა. მან პოირველი ნაბიჯები სწორედ აქეთ გადადგა. ვიარეთ წრეზე და მოვედით ისევ იქ. თურმე ერთპარტიულობის შეცვლა ვიღაცებისთვის ნიშნავდა ცუდი ერთპარტიულობის შეცვლას კარგი ერთპარტიულობით“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)