|
2016-11-17 13:40:03, 911 ნახვა
სამხედრო
იზორია: არც ერთ მეზობელს საფუძველი არ აქვს ნატო-საქართველოს წვრთნებში საფრთხე დაინახოს
მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ "ნატო-საქართველოს სწავლება" რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას ემსახურება, ამიტომ არც ერთ მეზობელს საფუძველი არ აქვს ამ წვრთნებში საფრთხე დაინახოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია. „ჩვენ ასეთი ტიპის წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ სწორედ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა ლევან იზორიამ. "ნატო-საქართველოს სწავლება 2016” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციებს დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ. ცნობისთვის, დღეს სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” 130-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ნატო-ს "მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT,) “ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის” (Landcom), “ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის” (JFTC) და ნატოს ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევნენ. სწავლების მიმდინარეობას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების (“ევროკავშირი”, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”) და სამხედრო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)