|
2016-11-14 14:25:08, 1441 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ გახსნას დაესწრო
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ გახსნას დაესწრო. კვირეული ყოველწლიურად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმართება. წელს ის საქართველოში აშშ-ს საელჩოს, USAID - ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ და მეწარმეთა ასოციაციის ხელშეწყობით იმართება. კვირეული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, აგრეთვე ქართულისტარტაპები, სხვაკერძო კომპანიებისა და საჯაროსექტორისწარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაცნობოდნენ მათი განვითარები სსაფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს. სტარტაპებს შორის იყვნენ საინვესტიციო პროგრამა ,,სტარტაპსაქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, რომლებმაც თავიანთი პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს. გარდა ამისა,სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)