|
2016-11-14 10:03:56, 1694 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეულს გახსნის
დღეს, 10:00 საათზე, ტექნოპარკში ( ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ქართული სტარტაპები, სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ მოისმინონ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაეცნონ მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს. მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიების მეორე ეტაპი პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომლის თემა სახალხო დაფინანსება (ქრაუდ ფანდინგი) იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)