|
2016-11-12 10:03:46, 1762 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი: 1987 წელს დაბადებული რ.ბ. და 1987 წელს დაბადებული პ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბერში გორში 5 ბინა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკა, ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. „ქურდობის შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის საერთო ოდენობამ 9020 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აცხადებენ შსს-ში. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)