23:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 22:32:52, 2173 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 370 არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობა შეუჩერდა

თურქეთის ხელისუფლებამ 370 არასამთავრობო ორგანიზაციას ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით, საქმიანობა შეუწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეჩერებულია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 153 საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 190 ორგანიზაციას, 19 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სახალხო-განმათავისუფლებელ რევოლუციურ პარტიასთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ 8 ორგანიზაციას.

„საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან, მართლწესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებიდან გამომდინარე, შეჩერებულია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 153 საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 190 ორგანიზაციას, 19 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სახალხო-განმათავისუფლებელ რევოლუციურ პარტიასთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ 8 ორგანიზაციას. მთლიანობაში 370 ორგანიზაციის საქმიანობა შეჩერებულია“, - ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics