|
2016-11-10 17:12:05, 717 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შრი აშოკ გაჯაფთჰი რაჯუს შეხვდა და საქართველო -ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის დიდი პატივია ისეთი დიდი ისტორიის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და დემოკრატიული განვითარების ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიც ინდოეთია. მათივე ინფორმაციით, მარგველაშვილი მიესალმება ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და ინდოეთს შორის გააქტიურებულ ორმხრივ მოლაპარაკებებს, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს ბიზნეს და ტურისტულ აქტივობებს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ტრანსკონტინენტალურ პროექტებზე, რომელშიც საქართველო ცენტრალურ როლს ასრულებს. „ჩვენი მიზანია გავხსნათ კარი და შესაძლებლობები აზიისთვის ევროპისკენ. მჯერა, რომ ამ პროექტების მიმართ ინდოეთს მაღალი დაინტერესება ექნება და მომავალში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით სამუშაოებში, რომელიც გაზრდის ტრანსპორტირების და ვაჭრობის შესაძლებლობებს აზიიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორმხრივი ინვესტიციების წახალისების მიზნით თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით მოწინავე ქყვენების გვერდით დგას. „მჯერა, რომ ეს საინტერესო ბაზარი იქნება ინდური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)