|
2016-11-10 13:07:58, 1300 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს
„ამხელა ინვესტიციას აშენებდა დონალდ ტრამპი ბათუმში, თუმცა ხელისუფლებამ ყველაფერი გააჩერა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ტრამპი „აფერისტად“ გამოაცხადეს და მის საქმიანობას „ბლეფი“ უწოდეს. ” აშენებდა ეს კაცი ამხელა ინვესტიციას ბათუმში, თუმცა ეს ყველაფერი გააჩერეს, გამოაცხადეს ტრამპი საერთაშორისო აფერისტად და ეს ყველაფერი გამოაცხადეს ბლეფად. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებმა რომ ნახეს, სასწრაფოდ გაქანდნენ უკვე არსებულ შენობაზე შეუთანხმდნენ, რომ დარქმეოდა ტრამპის სახელი, რომ ჩვენ არ ჩამოგვრჩენოდნენ. ჩვენ შეიძლებოდა ერთადერთი ქვეყანა ვყოფილიყავით, სადაც იქნებოდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი, ნოლიდან აშენებული ინვესტიცია. ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და სხვა იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს. მართლა გული გაგისკდება ადამიანს, ბოლომდე გაგვაბანძეს და გადაგვამტვრიეს ქვეყანა თავზე. გახსოვთ, ტრამპი ჩვენს ქებაში იყო ყველა არხზე მუდმივად. ჩემზე ბევრად უკეთესად იცოდა დასახელებები - მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა და ა.შ. ძალიან ბევრჯერ, თვითონ მოუყოლია ამერიკის სხვადასხვა არხებზე საქართველოს მიღწევების შესახებ. არც ერთ ამერიკელს ასეთი ენთუზიაზმით საქართველოზე არასდროს ულაპარაკია”, - განაცხადა სააკაშვილმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვება წინასწარ იცოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)